waytogeorgia.comwaytogeorgia.com
Forgot password?

Safety

დანაშაულის დონე განსაზღვრავს ქვეყნის უსაფრთხოების ხარისხს, ამ მხრივ კი საქართველო თამამად შეიძლება ითქვას რომ არამხოლოდ რეგიონში, ზოგადად მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა. ამას ადასტურებენ სხვადასხვა ავტორიტეტული გამოცემებიც, რომელთა რეიტინგშიც საქართველო ხშირად იკავებს მოწინავე პოზიციებს. მაგალითად ონლაინ გამოცემა See.place მიხედვით იაპონიის, ტაივანის, ჰონგკონგის, სამხრეთ კორეის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, მალტისა და ლუქსემბურგის შემდეგ საცხოვრებლად უსაფრთხო ქვეყნების სიაში საქართველო მე-8 ადგილს იკავებს.